დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა და მთავარი ორიენტირები არ შეიცვლება.

„ასეთი გეგმა შემუშავდა, რომ უახლოეს დღეებში იქნება პარტიის ყრილობა, სადაც განისაზღვრება საკადრო-საორგანიზაციო საკითხები. ის, რაც არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა, რაც არის მისი მთავარი ორიენტირები, ცალსახად არ შეიცვლება. რაც შეეხება ახალ სახეებს, ყრილობაზე ალბათ გამოჩნდება. უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა და ბევრი ახალი სახე იქნება, ოღონდ არა მთავარ მმართველობით ორგანოში, თვითონ პარტიაში ბევრი ახალი სახე იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

Leave a Reply