როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები? როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ამ ეტაპზე სკოლებისა და ბაღების გახსნის საკითხი არ განიხილება.

-„ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველია ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუმცა დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა ის საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“ – განაცხადა მინისტრმა.

 

Leave a Reply