ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან, იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული სავაჭრო ქსელი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობს იმისთვის, რომ 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მუშაობა აღდგეს.

„ვგეგმავთ, რომ 1-ლი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა მინისტრმა.

აქვე ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე სკოლები და ბაღები არ გაიხსნება.

ამ ეტაპზე სკოლებისა და ბაღების გახსნის საკითხი არ განიხილება

Leave a Reply