მაშინ როდესაც მსოფლიო საუბრობს კორონავირუსის მესამე ტალღაზე საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში COVID19-ის პანდემიის მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. „საქართველოში ინფექციის გავრცელების მეორე ფაზა უფრო მოგვიანებით იყო, ვიდრე ევროპაში. აქედან გამომდინარე კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას მომზადებული შეხვდება.

„ ამ კომპონენტში უნდა გამოვიყენოთ არსებული გამოცდილება რაც აქვს მსოფლიოს და რაც ჩვენ დავაგროვეთ. მესამე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ და ასევე ვირუსის მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა COVID19-ის გავრცელება მოხდეს მინიმალურად. აქცენტი ავიღოთ ამაზე და ვიყოთ უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში“, -აღნიშნა ტიკარაძემ.

Leave a Reply