რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის არ არის საკმარისი ნათელაშვილის, სააკაშვილის ან ბურჯანაძის განცხადებები

რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სამართლებლივ საფუძველს უნდა ემყარებოდეს, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხდა. დეპუტატის თქმით, ამისთვის გარკვეული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები საკმარისი არ არის.

„ლოგიკა მოითხოვს, ვუპასუხო ამ თემას ძალიან ნათელი ფორმულირებით. არსებობს შეთავაზება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, რომელი მხარეა მართალი. ჩვენი ოპონენტების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, იმათაც აქვთ უფლება, ჩვენში ეპარებოდეთ ეჭვი, ამიტომ უნდა დადგინდეს სიმართლე, მით უმეტეს მათი ხელმძღვანელობით თუ იქნება ეს კომისია. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა ემყარებოდეს რაღაც სამართლებრივ საფუძველს, ხომ არ არის საკმარისი ვთქვათ, შალვა ნათელაშვილმა, სააკაშვილმა, ან ბურჯანაძემ განაცხადოს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამას არ ჰქონდეს რამე სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*