მაია ცომაია

ჟურნალისტი

საავტორო გადაცემა “პაციებტის დრო ” წამყვანი

-ყოველთვის, პანდემიის დროს უფრო მეტი სიფრთხილითა და სიზუსტით (არა წყაროებზე და ჩანჩქერებზე) ვცდილობ ინფორმაციების მოძიებას, უამრავი კითხის დასმას სპეციალისტებთან, მიწევს სოციალურ და ტელე მედიაში ბრბოს მიერ გაფეტიშებული პერსონების არაადექვატური რჩევების და ინფორმაციების გაფილტვრა, მუდმივ გადამოწმება. .ისე დავოსტატდი ამ საქმეში, უკვე ვხვდები სად მანიპულირებს თუნდაც სიმართლის თქმისას ან რა სარგებელს ელის!

დღეს მოვუსმინე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლას, რომელმაც ბრძანა იმ საკონსტიტუციო ცვლილების აუცილბელობაზე, რომელიც გამხდარა საჭირო ვაქცინების შემოტანამდე! არცერთმა ჟურნალისტმა არ შეაჩერა და არ ჩაეკითხა რაზე იყო საუბარი! ყველაფერზე გაკეთდა აქცენტი მთავარის გარდა!!!! კვირის მთავარი კითხვა მაცივრებია თქვენთვის? პფაიზერი! პფაიზერი! ვფიქრობ, ინფორმაციის გამავრცელებლებს და წამყვანი არხების ჟურნალისტებს მეტი ინფორმაციის მოძიება სჭირდებათ, მეტი ანალიზი , მეტი სიღრმისეული ბაზისი იმ მოვლენებზე, როდესაც საქმე ჩვენი ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას ეხება. გუშინ გახდა ცნობილი, რომ 2 დღის წინ ისრაელი, რომელიც თავს იწონებდა ბიოტექფაიზერის ვაქცინით აცრილი ადამიანების რაოდენობით, 24 საათის განმავლობაში 9589 ახალი ინფიცირებული კყავთ! რაც პანდემია დაიწყო ასეთი მაღალი რიცხვი ინფიცირებულების ისრაელს არ ქონია! მიზეზი? რატომ დაინფიცირდა აცრილი ხალხი ისრაელში? რატომ არ ინტერესდებით? რატომ არ სვამთ ამ კითხვას! რატომ არ ითხოვთ ოფიციალურ მონაცემებს რისკებზე, ან მწარმოებლების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც ყველა გვერდით მოვლენას თავი აარიდეს! ან რატომ თვლით, რომ კითხვის დასმა და ჩაძიება ანტივაქსერობაა??? მე ახლაც ვერ გავარკვიე, რას მოიაზრებდა მინისტრი ცვილებაში, თუმცა მინდა მჯეროდეს არა ადამიანის კონსტიტუციურ, ფუნდამეტური უფლების დაცვას, რომელიც გვაძლევს საშუალებას ნებაყოფლობით, არანაირი ძალდატანებით მივიღოთ გადაწყვეტილება ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციაზე!

რატომ გახდა WHO-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენი ყოფიერებისა და სიცოცხლის უაპელაციო ბატონ-პატრონი უანგაროდ? რატომ არ ვძიობთ ინფორმაციას მის შესაძლო კორუმპირებულობასა და დაფინანსების წყაროებზე?

ასევე FDA როგორც უმაღლესი ინსტანცია რატომ დავიზუთხეთ ისე, რომ არ გაგვირკვევია სინამდვილეში მართლა უზენაესი კანონია მისი გადაწყვეტილებები და მსოფლიო მხის ამოუღებლად ემორჩილება? არაინფორმირებულ, საქმეში ჩაუხედავ მასებს ყველაფერი შეიძლება დააჯერო, მაგრამ სპეციალისტებმა იციან, ან წესით უნდა იცოდენ, რომ FDA არც შეუცდომელი და არც უცოდველია.. FDA პრეპარატის ბაზარზე დაშვების ნებრთვას გასცემს საკმაოდ მარტივად, მას შემდეგ რაც თუნდაც უმნიშვნელო კვლევაში გამოჩნდება, რომ ესა თუ ის პრეპარატი პლაცებოზე უკეთესია. FDA არანაირად არ იძლევა უშუალოდ მკურნალობის რეკომენდაციებსა და სქემებს! ამასთან, წლები შეიძლება გავიდეს და იმავე FDA – მ იგივე პრეპარატი აკრძალოს, მაგრამ ხშირად დაგვიანებულად, ვინაიდან ზიანი, ზოგჯერ წარმოუდგენლად დიდი, უკვე მიყენებულია.. ამის ბევრი მაგალითი არსებობს! თუ კითხვა გიჭირთ, ჰკითხეთ სპეციალისტებს!

პს. მოითხოვეთ ოფიციალური ინფორმაცია პფაიზერით და სხვა ბრენდის ვაქცინებით აცრილთა მდგომარეობაზე, რეაქციებსა და გარდაცვლილებზე, აქცენტები სწორად დასვით, რა დროს მაცივრებზე წუწუნია, რისკები მოიძიეთ, მეტი მოითხოვეთ, საქმე ჩვენი სიცოცხლის უსაფრთხოებას ეხება.

Leave a Reply