პარტია “რეფორმატორები” საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით პეტიციას ავრცელებს. პარტიის თავმჯდომარე, დავით მიროტაძე აცხადებს, რომ პანდემიისგან დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვები, ე.წ. ლოქდაუნის ის ფორმა, რომელიც დააწესა საქართველოს მთავრობამ არის არათანმიმდევრული, უკონტროლო და არაეფექტური!

იმ ფონზე როცა დედაქალაქში მოძრაობს მსუბუქი მანქანების აურაცხელი რაოდენობა, ყველა ვიწრო თუ ფართო ქუჩებზე დღის განმავლობაში არის საშინელი საცობი და პრაქტიკულად უკონტროლოა მოქალაქეთა მოძრაობა (კოვიდის გავრცელების ხელისშეშლის კონტექსტში) ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არის პირდაპირი დარტყმა ქვეყნის მოსახლეობის იმ უმრავლესობაზე, ვისაც არ ჰყავს ავტომობილი.

პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, ბევრად ეფექტურ ღონისძიებად მიგვაჩნია არა საზ. ტრანსპორტის გაჩერება, არამედ კერძო ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა!-წერია პეტიციაში.

პეტიცია იხ.

https://www.gopetition.com/petitions/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.html?fbclid=IwAR1ZTsL8YZWgOSPhPs4fikfWSqCjmmSXtZgVFtdQmnK8cvi4pnZ_fJYv0kM#.X__6V9JBWys.facebook

Leave a Reply