2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.
🔹 დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე.
✅ ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
🔹 ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 370 ლარის ოდენობით;
🔹 ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 420 ლარის ოდენობით;
🔹 სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 470 ლარის ოდენობით;
🔹 ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარის ოდენობით;
🔹 ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის – შემთხვევაში 570 ლარის ოდენობით.
✅ ხელფასზე დანამატის ოდენობა წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
🔹 ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 550 ლარის ოდენობით;
🔹 ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 650 ლარის ოდენობით;
🔹 სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარის ოდენობით;
🔹 ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარის ოდენობით;
🔹 ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 950 ლარის ოდენობით.
✅ აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წლის იანვრიდან ხელფასები გაიზარდა ყველა მასწავლებლისთვის (ზრდა -100 ლარი).
🔹 მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლებისთვის გაიცემა დანამატი – საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით;
🔹2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით.

Leave a Reply