“ქართული ოცნების” ყრილობას არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილთა ხმის” ლიდერი ვალერი კატუკია ეხმიანება.

ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია. პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა პარტიის ყრილობაზე აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში იქნებიან: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.
დღეს კიდევ ერთხელ დავმარცხდი, დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რომ არ არის საკმარისი ის, რასაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებ, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დევნილთა პრობლემა არ არის საკმარისად აღქმადი მმართველი გუნდისთვის, ვინაიდან პოლიტსაბჭოში წღმოდგენილია ყველა სფეროს ლობისტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი და სად ვართ ჩვენ??? დევნილი საზოგადოება, ნუთუ იმდენად დავბეჩავდით,რომ ერთი კაცი არ გვყავს ვინც პოლიტ საბჭოში დაიკავებდა ბევრში ერთ ადგილს და ლობირებას გაუწევდა მმართველ გუნდში დევნილთა საჭიროებების უზრუნველყოფას. სად არის ჩვენი უმაღლესი საბჭო??? დევნილებთან??? ოპოზიციაში??? თუ რას ნიშნავს მათი სრული იგნორი??? ალბათ ის მივიღეთ რაც დავიმსახურეთ, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი, უფრო ხმამაღლა და უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ დევნილთა შელახული უფლებებისთვის!!!

Leave a Reply