კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

-რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა, თუკი იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა.
ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე წარდგენას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის, პირველ რიგში ჩემი, როგორც ქალაქის მერი, როგორც ,, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგითი ჯარისკაცის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის სხვა ლიდერების სახით, გვერდში დავუდგებით მას და მაქსიმალურად დავეხმარებით იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა აკისრებს.
თავის მხრივ, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს.
ყველანი ერთად შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას.
წინ დიდი გამარჯვებები გველოდება, გამარჯვებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მოიპოვებს.
წარმატებას ვუსურვებ ირაკლის, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და ჩვენს ქვეყანას.
ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.
https://akhali.ge/2021/01/16/1090/

Leave a Reply