მამუკა ლომაშვილი – ტელეკომპანია ახალი ტიტულის-მაყურებლის მიერ დასახელებული “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” – ს ტიტულის მფლობელი გახდა. სწორედ მამუკა იყო ის პირველი მსახიობი და საბავშვო თეატრ “მაჩაბელას” ხელმძღვანელი, რომელმაც პანდემიის და კამპანიის დარჩი სახლში-ს დროს პირველი სატელევიზიო ტელე-სპექტაკლი შექმნა და თავის შვილთან ერთად სხვა პატარებისთვის ტელე-ზღაპრების ჩაწერა დაიწყო.

ჩვენ მამუკა ლომაშვილს გავესაუბრეთ.

-მამუკა, სულ ახლახან გადმოგეცათ ტვ. ახალისგან ” მაყურელის საყვარელი მსახიობი” როგორი განცდა გქონდათ?

– პირველ რიგში დიდი მადლობა ტელეკომპანია ახალს და ჩემს მაყურებელს, ხელოვანი ადამიანის ყველაზე დიდი ჯილდო არის მაყურებლის და ხალხის დამოკიდებულება, მათი განწყობა და სიყვარული, ეს ერთგვარი შეფასებაა შენი შემოქმედების.

– ყოველთვის რაღაცნაირად გამორჩეული იყავი ქართველი მაყურებლისთვის, რომ დავაკონკრეტოთ, ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან შენს გამოჩენას სცენაზე თუ ტელეეკრანზე, როგორ ფიქრობ რა არის ამის მიზეზი?

– მე არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ვიცი ერთი რამ, არასოდეს მომიტყუებია მაყურებელი, ყოველთვის გულწრფელი ვარ სცენაზეც და სცენის მიღმაც. ბოლომდე ვიხარჯები, ვცდილობ მაქსიმალურად ვასიამოვნო მაყურებელი, შევქმნა ის განწობა და ატმოსფერო, რომელსაც ისინი ელოდებიან ჩემგან.

-ასევე ერთობ საინტერესო აღმოჩნდა მამუკა ლომაშვილი როგორც რეჟისორი.. მე ნანახი მაქვს შენი ნამუშევარი და ძალიან აღტაცებულიც დავრჩი .ისე ცოტა სარისკო ხომ არ იყო შენი ეს გადაწყვეტილება? როდესაც ხარ ძალიან წარმატებული მსახიობი მერე გადაწყვიტე დადგა სპექტაკლი, რომ არ გამოგვსლოდა ამაზე გიფიქრია?

– ალბათ შინაგანად ყოველთვის რეჟისორი იყავი.. ამიტომაც ვერ წარმოვიდვინე რისკები (იცინის)

-მოდი ეხლა შენს საბავშვო თეატრზე გვითხარი და მაჩაბელას ფესტივალზეც ვისაუბროთ.. როგორია ბავშვებთან მუშაობა, ახალბედებთან, სტუდენტებთან. როგორც ვიცი ბავშვთა კულტურული და ესთეტიკური სფეროს განვითარებისთვის ჯილდოც გაქვთ მიღებული.

-ძალიან კარგი გეგმები გვქონდა, ვემზადებოდით პრემიერისთვის , გასტროლებისთვის, მოწვევა გვქონდა საერთაშოიო თეატრალურ ფესტივალზეც, მაგრამ პანდემიის გამო ჩაგვეშალა ყველაფერი. თუმცა, მაინც შევძელით გადარჩენა და რაც მთავარია, ჩემს ბავშვებს არ ჩაუქრათ ხელოვანის ცეცხლი. თქვენს არხზე გადიოდა ჩვენი ტელე-სპწქტაკლებიც, ახალი იგავებიც…რაც ერთგვარად ექსპერიმენტიც იყო, რომელმაც საკმაოდ გაამართლა.

გეთანხმები, საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, ალბათ ძნელი იყო ხო? ერთ იგავში მონაწილე რამდენიმე ბავშვი, რომლების ისე თამაშობდნენ, თითქოს თავიანთ სახლებში კი არა, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. საკმაოდ შრომატევადი უნდა ყოფილიყო.

– ვფიქრობ, მართლაც საინტერესო იყო .. ცოტა მშოლები კი გაწვალდბენ (იცინის) ბევრი დუბლის გადაღება მოუწიათ… თუმცა მერე უკვ თავად გვთავაზობდნენ ახალ-ახალ იდეებს და ბავშვებიც სულ იმას მთხოვდნენ გავაგრძელოთ, არ გავჩერდეთო…

ხოდა ახლა სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილე.

-ყველაფერს გავაგრძელებთ ,სექტემბრიდან უფრო მეტი საინტერესო ამბები გველოდება.

–  მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალზე რას გვეტყვი, ამ ფესტივალის დროს შენში არა მარტო მსახიობი და რეჟისორია, არამედ ძალიან მაგარი მენეჯერული და ორგანიზატორული ნიჭიც მძლავრობს.

-მაჩაბელას ფესტივალი მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი ფესტივალია საბავშვო თეატრებისთვის, თეატრალური სტუდიებისთვის და ჯგუფებისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუკეთოთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებაში. ბავშვებისა და მოზარდების ნიჭისა და პოტენციის უკეთ წარმოჩინებას.. თავისუფლად შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ ფესტივალით ნამდვილად შევძელით ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. დიდი მადლობა საორგანიზაციო ჯგუფს და ფესტივაკის მენეჯერს თეა დავითაიას , ჟიურის და თითოეულ მონაწილე ჯგუფს.

-კიდევ ძალიან ბერი თემა დაგვრჩა, რაზეც საუბარი მინდოდა, სოციალური აქციები, სისხლის უანგაროდ გაღება, შენი თეატრის ცნობილი პატარა სანტები, რომლებიც უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო, საზოგადოებრივი აქტივობა, მაგრამ დრო არ გაქვს, ვხედავ, ამიტომ ახლა თავი რომ დაგანებო, პირობა მომეცი, რომ სულ მალე კიდევ მოგვცემ ინტერვიუს. ახლა კი მადლობა შენ და წარმატებების გისურვებთ.

 

Leave a Reply