„წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რომელიც თავად არის საზომი, რომ ჩვენი არსით ვუახლოვდებით ევროპას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება იმ გადაწყვეტილებების ღერძი, რომლის ირგვლივაც პარტია მონოლითურობას შეინარჩუნებს, მეორე – ეს არის ჯანსაღი გარემო და გუნდი, რომელიც მოწადინებულია, რომ ერთიანობით მიაღწიოს შედეგებს.

„მესამე ღერძი – ლიდერები, რომლებიც პოლიტსაბჭოში არიან წარმოდგენილები – ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი სიმდიდრე – არის რამდენიმე ლიდერი, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე და რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძე, რომელიც თავმჯდომარეა.

„ჩვენი კრიტიკოსები და ოპპონენტები კი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ლიდერის გარეშე დარჩა პარტია, თუმცა თუ პოლიტიკაში არსებობენ ნამდვილი ლიდერები, ისინი „ქართულ ოცნებაში“ არიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Leave a Reply