ირაკლი ღლონტი

იურისტი

პირბადის ღია საჯარო სივრცეში გამოუყენებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი არ არის სანქცია. მიუხედავად ამისა, მე ხშირ შემთხვევაში მაინც ვატარებას მას, თუმცა მქონდა შემთხვევა, რომ დილის 8 საათზე საცხოვრებელ სახლთან მომიწია ჩასვლა, სადარბაზოსთან 1 წუთით უნდა შევხვედროდი მეგობარს. თან არ მქონდა პირბადე. მომიახლოვდა პატრული და გაფრთხილების გარეშე გამომიწერეს ჯარიმა.
1. პოლიცია არღვევს კანონს, რადგან ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსი ჯარიმას ითვალისწინებს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში;
2. სამწუხაროდ პოლიცია არ ითვალისწინებს მოქალაქეთა უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას (ჯარიმა უკანონოა, რომც ასე არ იყოს არსებობს გაფრთხილების შესაძლებლობაც და ამ ტოტალური უმუშევრობის და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში სამართლიანი იქნებოდა ერთჯერადად გაფრთხილების გამოყენება );
მინდა ვუთხრა საპატრულო პოლიციის მენეჯმენტს, რომ:
ა. მასიურად არღვევენ კანონს;
ბ. მოსახლეობის დიდ ნაწილს ის 20 ლარი არ აქვს;
გ. უფრო და უფრო აზიანებენ ქართული პოლიციის ავტორიტეტს;
P.S. ყველ ნაცნობ თუ უცნობ მოქალაქეს გატყობინებთ, რომ მზად ვარ უანგაროდ დაგეხმაროთ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადებაში. ცხადია მე არ ვაპირებ ამ უკანონო ჯარიმის გადახდას, ორშაბათს გიპასუხებთ სამართლებრივად ! ყოველთვის ვატარებ პირბადეს, იქ სადაც სხვა ადამიანები გადაადგილდებიან.

Leave a Reply