ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათ ასევე შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან.

გავრელებულ ინფორმაციას ტელე-წამყვანი არჩილ გამზარდია ეხმიანება:

– მიუხედავად იმისა, რომ სამცხე ჯავახეთში ინფიცირების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებია “ქართული ოცნების” კოვიდ სტატისტიკის მიხედვითაც კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს და შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან.

თუ ეს ინფორმაცია მართალია და სავარაუდოდ, მართალია, ეს არის მორიგი სახელისუფლებო მავნებლობა. არანაირი საფუძველი, არანაირი რაციონალური არგუმენტი არ არსებობს ამგვარი გადაწყვეტილებისათვის, თუმცა, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ბოლომდე შეავიწროვოს მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაკურიანში შესაძლოა დაიხუროს პარკები. აკრძალულია სათხილამურო ტრასების გამოყენება.

Leave a Reply