ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

უკვე ორი თვეა რაც სამთო კურორტები ფაქტობრივად გაჩერებულია. ბიზნესი, რომელსაც კრედიტები აქვს აღებული იმისათვის, რათა იფუნქციონიროს, მთავრობამ შემოსავლების გარეშე დატოვა. სასტუმროებს მომხმარებლის მიღება აკრძალული აქვთ, ეს ნორმალურია? რატომ არის აკრძალული, მაგალითად, ბაკურიანში სასტუმროებისთვის დამსვენებლების მიღება და რატომ არ არის აკრძალული იგივე დამსვენებლების მიღება ბორჯომისთვის? რა სტანდარტებით ფასდება სად უნდა წავიდეს ხალხი დასასვენებლად და სად არა?

სასტუმროები შემოსავლების გარეშე რჩებიან. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასტუმროს მაგივრად რომელიმე კერძო პირისგან იქირაოს ბინა. შესაბამისად, მობილობა არ შემცირდება, რადგან დამსვენებლებს მაინც შეეძლებათ კურორტზე წასვლა. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვუკარგავთ სასტუმროებს შემოსავალს და რატომ ვწირავთ გაკოტრებისთვის?

ეს არასწორი პოლიტიკა, რასაც ახლა ხელისუფლება ატარებს, ძალიან ძვირად დაგვიჯდება. შეიძლება სასტუმროები ბოლომდე ვერ ხვდებიან თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველაფერი ცხადი გახდება.

საკურორტო ზონები საერთოდ არ უნდა დაკეტილიყო, მითუმეტეს ამდენი ხნის განმავლობაში.

Leave a Reply