პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 29-ს ჩამოსცდა. ეს პოზიტიური ტენდენციის ერთ-ერთი ინდიკატორია. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რუგულარულად ახლებს ქვეყნების მონაცემებს. ბოლო განახლება 15 იანვარს იყო, სადაც მათ აღნიშნეს ჩვენი დადებითი ტენდენცია. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით – პირბადის ტარების მაჩვენებელს. თუ ნოემბერ-დეკემბერში ერთ ინფიცირებულს ვავლენდით და 2-3-ს ვერა, ახლა, ყოველ ერთ გამოვლენილზე დაახლოებით, 1-1,5 არ ვლინდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Leave a Reply