ნაზი შამანაური – კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი. 

1983 წლის იანვარში ნაზი შამანაური საავადმყოფოს პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი. იგი გადაყვანილ იქნა თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ქირურგმა ოპერატორმა და პათანატომმა დაადასტურეს, რომ იგი ცემით იყო მოკლული, თუმცა ექსპერტიზა დღემდე მალავს ამ ფაქტს. ნაზის დასაფლავებას 80 კაცამდე თუ ესწრებოდა, უმრავლესობა დედაქალაქიდან ჩასული ახალგაზრდობა იყო. დუშეთის რაიონის მცხოვრებლებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მისვლა.

2011 წლის აგვისტოში მედია კავშირმა „ობიექტივმა“ ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედალი დააწესა. ჯილდო და სიგელები იმ ჟურნალისტებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურებიან, საზოგადოებას მართალ, ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან და ამასთანავე, ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვიან.

Leave a Reply