დავით ნებიერიძე

“დაიცავი არჩევანი”

შვილმიკლული მამების აქციის დროს, როდესაც საზოგადოება აფეთქების წკიპზე იყო, ქოცებმა შეაქმნევინეს საგამოძიებო კომისია და მთელი საპროტესტო მუხტი მოკლეს, გააზავეს.
როდესაც 20 ივნისის სისხლისღვრა მოხდა და საზოგადოება მზად იყო წაელეკა ქართული ოცნება, ქოცებმა გამოჩხრიკეს დიღმელაშვილი, რომელსაც მთლიანად ჩერგოლეიშვილი მართავდა და მთელი საპროტესტო მუხტი გაზაფხულის თოვლივით დაადნეს.
როდესაც 2020-ის საპარლამენტო არჩევნები გაგვიყალბეს და მოახდინეს ხელისუფლების სრული უზურპაცია, რის გამოც საზოგადოება მზად იყო საყოველთაო სახალხო აჯანყებით, ქუჩის შეუკავებელი პროტესტებით დაებრუნებინა მიტაცებული ძალაუფლება, კვლავ იგივე “ტრიუკზე” წამოეგო ოპოზიცია და ქოცებთან მრავალ რაუნდიან მოლაპარაკებებზე დაჯდა. აქ საკვანძო სიტყვაა – მრავალ რაუნდიანი. ანუ, დრო გაგვაწელინეს და საპროტესტო მუხტი კვლავ მოკლეს.
როდის უნდა ვისწავლოთ ჭკუა ოპოზიციამ და ერთი და იგივე შეცდომები როდემდე უნდა დავუშვათ? მაგრა ტეხავს ერთი და იგივე “ტრიუკით” რომ გვაბანძებს ივანიშვილი.

Leave a Reply