ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მოლოდინი აქვს. აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგაც საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მოლოდინი აქვს.

„ასევე ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას. დღეს ვართ უმაღლეს ნიშნულზე. რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი გაღრმავების, სტრატეგიული პარტნიორობის, ერთმანეთთან დაკავშირების პერსპექტივა ექნება“, – განაცხდა ელჩმა.

Leave a Reply