პარლამენტი დღეს ორ მინისტრს ლევან დავითაშვილს და მაია ცქიტიშვილს მოუსმენს. სამუშაო შეხვედრებზე სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად საპარლამენტო კომიტეტები სამოქმედო გეგმას შეაჯერებენ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იმ საკითხების პრიორიტეტების იდენტიფიცირებაზე იმსჯელებენ, რომელზეც 2021 წლის მანძილზე განსაკუთრებულად აქცენტირებულად უნდა იმუშაონ.

“მინისტრთან და მის მოადგილეებთან ერთად ჩვენ გვექნება იმ გამოწვევების საკითხების პრიორიტეტების იდენტიფიცირება დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც განსაკუთრებულად აქცენტირებულად უნდა ვიმუშაოთ 2021 წლის მანძილზე. ასევე შემიძლია დაგიანონსოთ, რომ ჩვენი კომიტეტების პრიორიტეტებში იქნება აგრარულ სექტორში, სოფლის მეურნეობაში, განათლების ხარისხის ზრდა და პროფესიონალი კადრების მომზადება, ასევე რეგიონების უზრუნველყოფა მსგავსი კადრებით,” – აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

Leave a Reply