ერთიანმა ახალგაზრდობამ საქართველოსთვის მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართა.

კანცელარიასთან შეკრებილი მოქალაქეები შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით ხალხს შია და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამუძნებელი დიმა კირხანიდი ამბობს, რომ ტრანსპორტის სრული აკრძალვა დაუშვებელია და ეს შეზღუდვა მოქალაქეებზე ცუდად მოქმედებს.

თეონა ნაბახტეველის თქმით კი, მოსახლეობა ითხოვს მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ხალხის ხმა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელის, ჯონი ქურასბედიანის განცხაებით, თუ ხელისუფლება არ აამოქმედებს ტრანსპორტს, „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ თანამოაზრეებთან ერთად 1 თებერვალს მასობრივ საპროტესტო აქციებს და შიმშილობას დაიწყებს.

Leave a Reply