ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ განახლებული პოლიტსაბჭოს 21-წევრიანი შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომა დახურულ ფორმატში უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომას პარტიის ახალი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვება. სხდომის დაწყებამდე პარტიის წევრებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. არც ის საკითხებია ცნობილი, რაზეც დღეს პოლიტსაბჭოში მსჯელობენ.

Leave a Reply