F – სტატუსი

ნანა ხურითი

მსახიობი

ბავშვობის ღვთაებრივი გრიპი!
,,რა არის ჩვენი ბავშვობა? ყველაზე მშვენიერი მასში 38–დან 40 გრადუსამდე ტემპერატურაა – სკოლაში არ მიდიხარ, დედამ ნამცეცები გადმოფერთხა ზეწრიდან, ცივი ზეწარი, ჩქარობ, მკერდზე წიგნი მიგიკრავს, წვები და სადღაც მიდიხარ…
ჩემი ბავშვობის ღვთაებრივო გრიპო! რამდენი რამ მომეცი”!
რეზო გაბრიაძე
ამ ჩანახატმა ამომიგდო მეც ეს შეგრძნებები და მოგონებები…
თვალწინ დამიდგა ჩემი ბავშვობაც. თუ მულტფილმი დაემთხვეოდა მაშინ დედოფალი ვიყავი …ნებისმიერი კომპოტი,რომელსაც მოვითხოვდი უპირობოდ იხსნებოდა. ,,გაკრახმალებული”თეთრეული და ლოგინში ნებივრობა,როცა
ეზოს ბავშვები სკოლაში ხმაურით მიდიან … სიმყუდროვე,ძილბურანი და სასიამოვნოდ ჩაძინება,რომელსაც წამიერად კარებზე კალმისტრით დაკაკუნება არღვევდა,უბნის ექიმი!ეთერი ექიმი,რომელიც უბნის ბავშვებს ძალიან გვიყვარდა.თავისი ალერსით მაბედნიერებდა,გამსინჯავდა ,საბანს ნაზად დამაფარებდა,გააგრძელე ძილიო.რეცეპტს გამოწერდა და მიდიოდა.რეცეპტს საოცარი სუნამოს სუნი დიდ ხანს მიყვებოდა…,,რა კარგი იყო ბარდნალა”…

Leave a Reply