დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 1 წლის ანგარიშსს აქვეყნებს.

ანგარიში სრულად იხ:

https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=fbe9d198-2788-42ed-93ab-7d8109609acc

„2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი1,45-ს შეადგენდა, დეკემბრის დასაწყისში რეპროდუქციის ინდექსი1,15-მდე შემცირდა, თუმცა სიდიდით მე-8 ადგილს იკავებდა ევროპის ქვეყნებს შორის. 15 დეკემბრის მდგომარეობით მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და0.74-ს შეადგენდა. 2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეპროდუქციის ინდექსი0,62-ს გაუტოლდა. 18 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი ევროპის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების ქვეყნების სამეულში შევიდა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოცემულია განმარტება, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ინდექსი.

„COVID19“-ის მიმდინარეობის სხვა ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებთან ერთად საკვანძო პარამეტრს წარმოადგენს კორონავირუსის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი (Rt), რომელიც არის ინფექციის გადაცემის პოტენციალის მაჩვენებელი რეალურ დროში და გამოიყენება შესაფასებლად, ეპიდემია იზრდება, იკლებს თუ სტაბილურია. ეს არის ინფიცირების ახალი შემთხვევების მოსალოდნელი რაოდენობა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ეს ინდექსი ვირუსის გადაცემის ინტენსივობას გამოხატავს და აჩვენებს, საშუალოდ რამდენ ადამიანს გადაეცემა ინფექცია ერთი ინფიცირებული პაციენტისგან.

 

Leave a Reply