ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3 069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3 700-მდე ადგილია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 7 300-მდე აქტიური შემთხვევაა.

„დინამიკა სტაბილურია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ეტაპისთვის, თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, თუ რა მიდგომა იქნება თანმიმდევრული და უსაფრთხო, რომ ეს დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Leave a Reply