სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ხვდებიან. შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, ესწრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობენ და მთავრობას საკუთარ ხედვებს აცნობენ. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაიხსნას სამთო-სათხილამურო კურორტები, რესტორნები.

მთავრობის ადმინისტრაციასთან კი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ. შეკრებილთა შორის ადამიანები, რომლებსაც შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენა მოუწიათ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აუცილებელია მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობის უფლება და ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ადამიანებმა შეძლონ სამსახურებში წასვლა და გახსნილ ობიექტებზე ხალხი მივიდეს.

Leave a Reply