“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია რბილ სკამებს არ დახამდება. როგორც ბოტკოველმა “დღის კურიერში” აღნიშნა, სადეპუტატო მანდატზე უარის თქმა ქვეყნის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა.

გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრძოლა ქუჩაში გაგრძელდება.

“ჩვენ ყველა კონსტიტუციური გზით ბრძოლას გავაგრძელებთ. იქნება აქციები, ჩვენ არ გავცდებით სამართლებრივ ჩარჩოებს, მაგრამ პროტესტი იქნება ძალიან მწვავე და დარწმუნებული ვარ, ამ მავნებელ ხელისუფლებას გადავადგმევინებთ იმ ნაბიჯს, რომ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამასთან, რა თქმა უნდა, შეცვალოს საარჩევნო სისტემა, რომ არჩევანი ვეღარ მოპარონ. დღევანდელი პარლამენტი არის “ქართული ოცნების” შტაბი და პარლამენტში შეიკრიბებიან თუ “ქართული ოცნების” ოფისში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,”-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.

Leave a Reply