პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

ახლა საკითხი ბიუროს გადაეცემა, რათა ბიურომ ის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.

დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

Leave a Reply