აღკვეთის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ან შეუმსუბუქა ბრალეულობა ბრალდებულებს, ან ეს არ ნიშნავს, რომ გამართლდა ვინმე, პირიქით, აღკვეთის ღონისძიება ეს არის პროცესუალური ინსტრუმენტი, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას, სწორედ გამოძიების პროცესში, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღკვეთის გამოყენების ეტაპზე ჰქონდათ მყარი არგუმენტები, თუ რატომ ითხოვდნენ და რითი ასაბუთებდნენ, რომ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა.

„დღესდღეობით ჩვენი ოპონენტები ჩვენ ბრალს გვდებენ, რომ არასწორი იყო მათი პატიმრობა, უკანონოდ იყვნენ დაკავებულები და ა.შ. კიდევ გავიმეორებ იმ არგუმენტებს, რომლითაც ჩვენ პატიმრობას ვასაბუთებდით.

გამოძიების პროცესში იკითხებოდნენ მოწმეები, ჩვენ გვაქვს უტყუარი ფაქტები, მათ შორის მელაშვილი როგორ ხვდებოდა ჩვენთან დასაბარებელ პირებს და ხდებოდა ჩვენებების შეთანხმება, რა უნდა ესაუბრათ, რა უნდა ეთქვათ ან არ უნდა ეთქვათ გამოძების წინაშე. უფრო მეტიც, საზოგადოებამ ნახა ფარული ჩანაწერები, სადაც მელაშვილი პირდაპირ ადასტურებს, რომ დავით გარეჯზე მიმდებარედ საზღვარი შეათანხმა ჩვენი ინტერესების საზიანოდ და თანამოსაუბრესთან აღნიშნავს, რომ ეს არ არის გარეშე პირებთან სასაუბრო თემა და მათ შორის უნდა დარჩეს მხოლოდ. ანუ ეს არის დასტური, რომ ფაქტობრივად ყველა მის ხელთ არსებული მეთოდით, მელაშვილი გამოძიებას ხელს უშლიდა“, – აცხადებს საქმის პროკურორი.

მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რატომაც მოითხოვეს და ასაბუთებდნენ პატიმრობას.

„ასევე იყო ილიჩოვას ფარული ჩანაწერიც, სადაც ეს ადამიანი ნერვიულობს იმაზე, როგორ ვერ მოასწრო სახლიდან კომპიუტერის გატანა და ეს მტკიცებულება როგორ ვერ გადამალა.

ეს არის უტყუარი ფაქტები იმისა, რომ ისინი ხელს უშლიდნენ გამოძიებას, უბრალოდ ეს ვერ მოახერხეს და საბედნიეროდ ჩვენ ყველა მტკიცებულება მოვიპოვეთ. როდესაც გამოძიება ამოიწურა ბუნებრივია პროცესუალურად უკვე ჩვენც ვფიქრობდით, რომ აღარ იყო აუცილებელია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა

20-20 ათასი ლარის გირაოთი გაათავისუფლეს.

ივერი მელაშვილი ბრალდებას არ ეთანხმება

Leave a Reply