მიშა ხაჩიძე

ავსტრიელები გადეპორტებული ქართველების, დედისა და ორი შვილის სასწრაფოდ უკან დაბრუნებას ითხოვენ. ძალის გამოყენებით ოჯახი ვენიდან გვიან ღამით, აქციების ფონზე გამოუშვეს. მომხდარს ავსტრიის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი მეთოდები მიუღებელია.

-ეს დეპორტაცია სრულიად მანადგურებს. არ შემიძლია და არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მეთოდები საჭიროაო-განაცხადა ალექსანდრ ფან დერ ბელენმა.

ვიდეო ოხ:

https://www.facebook.com/ZeitimBild/videos/2510082862631091

მომხდარი სხვა პოლიტიკოსებმა დაგმეს. რასიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ, მასობრივი აქციები უკვე დაიგეგმა და მომდევნო დღეებში ჩატარდება.

ვენელი ბავშვები დეპორტაციის წინააღმდეგ. პატარები პედაგოგებთან ერთად, თანაკლასელების ქვეყნიდან გაძევებას აპროტესტებენ. ქართველი დედა, ორი შვილით, პოლიციამ ქვეყნიდან ძალით გამოყარა. რეზონანსულ ქეისს დიდი გამხმაურება მოჰყვა. საქმეში პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები არიან ჩართულნი, რომლებიც დეპორტაციას კატეგორიულად გმობენ…

 

Leave a Reply