“მოქალაქეები” პარლამენტში უკვე მივიდნენ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში პირველი სამუშაო დღის ფარგლებში სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება “მოქალაქეებმა” რამდენიმე დღის წინ მიიღეს. “ქართულ ოცნებასთან” გაფორმდა მემორანდუმიც, სადაც პარტიები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე თანხმდებიან.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები პირველ კომენტარებს აკეთებენ.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის საკანონმდებლო ორგანოში თავაწეული შევიდა, უკვე რადგან ოთხი პოლიტპატიმარია გათავისუფლებული.

ელისაშვილის განმარტებით, ის პარლამენტში უმრავლესობასთან გაფორმებულ მემორანდუმში შესული პუნქტების კაბონმდებლობაში მოსაყვანადაა შესული, რისთვისაც საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდებს.

“ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარია გათავისუფლებული და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით. გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც არის სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივა.

მემორანდუმში არის ძალიან ბევრი პუნქტი ჩამოთვლილი. ერთადერთ საკითხს სჭირდება საპარლამენტო არჩევნების 113 ხმა (სრულად პროპორციულს) და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის ნორმალური მომავალი.

ჩვენ პირველ რიგში შემოვედით მემორანდუმის პუნქტების კანონად ქცევისთვის, იქ ვადაც კი ჩავაწერინეთ “ქართულ ოცნებას”. თუ პირველ მარტამდე არ მოხდება ამის ინიცირება ჩვენ პარლამენტს დავტოვებთ,”-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

Leave a Reply