რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ადასტურებს, რომ რესტორნები შაბათს, 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნება. საუბარია 200-მდე რესტორანზე.

როგორც ცნობილია, პროტესტის ნიშნად რესტორნებმა 24 საათით შეწყვიტეს მიწოდების სერვისი და საპროტესტო აქცია გამართეს. რესტორატორები გახსნას ითხოვენ. ამასთან, სარესტორნო ბიზნესმა მთავრობას ორდღიანი ვადა მისცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც უკვე ამოიწურა.

Leave a Reply