ბლოგი

თამარ ჯამარიშვილი

დაურეკეთ ჟურნალისტს
599 73 63 01 

ძეგლები გარდარჩენას ითხოვენ!

საქართველოში უმრავი ისტორიული ძეგლია, რომელიც ჩვენს წარსულს ინახავს და აწმყოში გვახსენებს, თუ საიდან მოვდივართ და რამდენი გვიშენებია.

ამჯერად, ახმეტის რაიონზე მოგითხრობთ, სადაც 400-მდე ისტორიული ძეგლია, მათ დაცვაზე წლიურად იხარჯება 44520 ლარი ,თუმცა დიდი პროფესიონალიზმი არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რეალურად სად მიდის ბიუჯეტის ეს თანხა!..

მიუხდავად ამისა, სავალალოა ბევრი ძეგლის მომავალი . ზოგიერთ მათგანს მხოლოდ საძირკველიღა შემორჩა და რატომღაც ყველას ერთდროულად მიავიწყდა ,წარსული ცხოვრება. სამწუხაროდ წარსულის გაქრობას ჩვენვე ვუწყობთ ხელს!

ასე გაუკაცრიელდა ადგილები, სადაც უწინ სიცოცხლე სჩქეფდა და ჩვენს წინაპრებს ალბათ არც წარმოედგინათ, რომ ოდესმე მათი შთამომავლობა გაწირავდა იმ ადგილებს, სადაც ადრე წინაპრები, თუნდაც ბრძოლიდან დაბრუნებულნი ჩამოჯდებოდნენ და თუნდაც ერთი ფიალით ახსენებდნენ მის მოდგმას.

ფოტო გააღებულია თამარ იდოიძის მიერ. ზემო ალვნის “ცხრაკარა “

ფოტო აღებულია თუშური ბრენდის საიტიდან

როგორც ფოტოებზე ჩასნს, ადგილობრივ ხელისუფლებას არც ადრე და არც ახლა  არ ადარდებას ამ ადგილების გამოცოცხლება ,ასევე კარგად სჩანს, თუ რა რესურსი იხარჯება ამ ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაში , არაერთი “შაბათობა ” ჩაუტარებიათ ადგილობრივებს საკუთარი რესურსებით და ასე ცდილობენ მცირედი წვლილი შეიტანონ ისტორიული ძეგლების გადარჩენაში ,თუმცა აქ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე მხოლოდ დასუფთავებაა. ამიტომ ადგილობრივები იმ ძეგლების გადარჩენას ითხოვენ ,რომლებიც ან სულ ჩამოშლილია ან გაქრობის წინაშეა .

რატომღაც გვავიწყდება, რომ ეს ძეგლები ჩვენი ისტორიის უტყვი მოწმეები არიან!..

გაქრება წარსული? ვერ ავაშენებთ აწმყოს!..

Leave a Reply