დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პროკურატურაშია დაბარებული. უწყების განცხადებით, მიზეზი გირაოს გადაუხდელობაა. პროკურატურაში ამბობენ, რომ მას დამატებით 1 კვირის ვადა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას მოითხოვენ.

ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ახლა მელია დაიბარეს პროკურატურაში. მოქმედებს “შემოიხედე გენაცვალეს” პრინციპი; გინდა პარლამენტში და გინდა პროკურატურაში. პრინციპის აზრი: ყოველ დღის საინფორმაციოები დაიწყოს ამ ამბებით, პოლიტიკოსის მისვლა-გამოსვლა პარლამენტში ან პროკურატურა/სასამართლოში და ხელისუფლებას გადაატანინოს ქვეყნის ჩამოქცევით გამოწვეული რისხვა”, – წერს  დოლიძე.

Leave a Reply