მოძრაობა #სირცხვილია ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძისთვის სასჯელის მისჯის გასაპროტესტებლად აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები 15 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და “მთავრობის უმოქმედობას” გააპროტესტებენ.

“ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 15:00-ზე ვიკრიბებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ჩიტაძის 4-ში! მთავრობის უმოქმედობა და ფასადური ინტერესი ამ საქმის მიმართ დანაშაულია! #სირცხვილია”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Leave a Reply