მას შემდეგ, რაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12,5 წელი პატიმრობა მიუსაჯა, ოჯახი დანებებას არ აპირებს და დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოჯახს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა უკანონოდ დაკავებული მამაკაცი ოჯახს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. ისინი ახლა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას ელოდებიან.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ამ ფორმატში შეხვედების აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს და ის შესაძლოა ერგნეთში უახლოეს პერიოდში გაიმართოს. სუს-ის ინფორმაციით, ერგნეთში შეხვედრა მარტის დასაწყისში ჩატარდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და აღაიანთან გზა გადაკეტა, თუმცა მათი თქმით მომავალში აქციები დაგეგმილი არ არის და ბრძოლას ზაზას გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზით აპირებენ.

Leave a Reply