ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ  12 წლიანი სასჯელის შეფარდებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება და  პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრებს. ესტონეთის საგარეო უწყება მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, რუსეთს კი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება,” – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” აქვეყნებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გახელაძის ოჯახი სამართლიან დავას აპირებს.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Leave a Reply