დავით ლაზარია

სტაჟიორი

დღეს, ვარკეთილის მეტროსთან საქველმოქმედო აქცია ” ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით” მოეწყო. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივისტი გაგი გოგალაძეა.

აქციას  გადაცემა ” ახალი თაობის” წამყვანები შეუერთდნენ.  მარი მიქაძემ და თორნიკე თორდიამ, გაგი გოგალაძესთან ერთად  155 ცალი პური და 100 ცალი ფუნთუშა დაარიგეს.

ახალგაზრდებმა ტრაფარეტი გაშალეს, იმ წუთშივე შეიკრიბა ხალხი. შორი-ახლოს რამდენიმე ქალბატონი იდგა, მისვლა გვერიდება და იქნებ თქვენ მომაწოდოთო-მოკრძალებულად მითხრეს.

პურის დარიგების აქციაზე განსაკუთრებით მოხუცები და ბავშვები სჭარბობდნენ, თუმცა სულ მალე სხვებიც მოვიდნენ.

-” ღმერთმა დაგლოცოთ”, ” კარგ საქმეს აკეთებთ”…. – ეუბნებოდნენ მოქალაქეები ახალგაზრდებს.

იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეს 1 პური და ფუნთუშა მერის საჩუქარი ეგონათ და ახალგაზრდებს კალაძესთან მადლობას აბარებდნენ, ისიც მოვისმინე, რომ მთელი აქცია რამდენიმე ადამიანმა ბიძინა ივანიშვილს მიაწერა და  ‘აბა სხვა რა ქნას, იმ დალოცვილმა კაცმაო“…

აქცია დასრულდა, კიდევ ბევრი ადამიანი მოვიდა-უფასო პურს აღარ მოიტანთო? – მოკრძალებულად ეკითხებოდნენ გაგის და ისიც საკმაოდ ნერვიულობდა, როცა პასუხად არას ეუბნებოდა.

გაგი გოგალაძის თქმით, ის ისევ განაგრძობს საზოგადოების დახმარებას და საზოგადოებისგანაც ითხოვს  მხარდაჭერას, რადგან “ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით”.

-დიდი არაფერი გაგვიკეთებია, ზოგს რეკლამა ეგონათ, ზოგს პოლიტიკა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველას კეთილი ღიმილი ეფინა სახეზე-გვითხრა გაგიმ.

აქცია დასრულდა, ახალგაზრდები ნობათით დატვირთული პარკებით ერთ ოჯახში წავიდნენ, სადაც დედა სამ შვილთან ერთად ცხოვრობს და ძალიან უჭირს, თუმცა მის ისტორიას უკვე თავად გადაცემა “თავისუფალი თაობუდან” შეიტყობს ჩვენი მაყურებელი.

Leave a Reply