გიორგი ჩახუნაშვილი
პედიატრი, კარდიო-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
ჩვენი რჩევები !!!
ყველა სკოლაში სკოლის ექიმის ინსტიტუტის
აღდგენამდე (პარლამენტში გავლილია თითქმის ყველა ინსტანცია და წესით მალე გვექნება კანონის ძალით ყველა სკოლაში სრულყოფილი სამედიცინო კაბინეტი https://1tv.ge/…/jandacvis-komitetma-skolebshi-eqimis…/ )
სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს :
1.სკოლებში,სადაც არ ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი კურირება უნდა დაევალოს ტერიტორიული პრინციპით უახლეს პოლიკლინიკურ ქსელებს;
2.სკოლებში, სადაც ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი ,სკოლის დირექტორთან ერთად უნდა განხორციედეს და მკაცრ კონტროლზე იყოს მათთვის სახელმწიფოს მიერ არსებული შესასრულებელი ღონისძიებანი იხ.დოკუმენტაცია:
ა)“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლის) ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის ქვეპროგრამა“ http://www.mes.gov.ge/content.php?id=5877&lang
ბ) „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა“ https://www.mes.gov.ge/index.php?lang=geo
ვ) „სკოლებში COVID19-ის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული მთავარი მესიჯები და ზომები“-2020-UNICEF messages_actions_covid19_ge.pdf
გ) „კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლაში და საკლასო ოთახებში „ რჩევები მასწავლებლებისათვის საკუთარი თავისა და მოსწავლეების დასაცავად. UNICEF Georgia
დ)“ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
file:///C:/Users/George-PC/Desktop/Cov-19%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90/Sam/Danarti_N37_Zogdsaganmanatleblo_Dacesebulebebistvis%20(1).pdf
აქვე კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სკოლის ექიმს რა ევალება,თუმცა დღევანდელობიდან გამომდინარე წინა პლანზეა გადმოწეული მათი ეპიდსაქმიანობა:
სახელმძღვანელო სკოლის ექიმებისათვისპიერ ა.მიშო-2017;
სკოლის ექიმს მოეთხოვება ყურადღება:
1. სკოლაში ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენაზე ზრუნვა კერძოდ,
• ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების დინამიკაზე
• სასწავლო პროცესის ჰიგიენა-რეჟიმზე კონტროლი (გაკვეთილების რაოდენობა_ხანგრძლივობა, დასვენებები, ჰაერის განიავება და ა.შ.)
• კვების ჰიგიენა.
• დეზინფექციაზე, დერატიზაციაზე, დეზინექციაზე.
• სანიტარულ-ტექნიკური ნორმების დაცვა (გათბობა, განათება, წყლით მომარაგება, კანალიზაცია, ვენტილაცია).
• სკოლის აღჭურვილობით ჰიგიენური ნორმების დაცვა (მერხი, ლაბორატორიული მოწყობილობები, სპორტ დარბაზის აღჭურვილობა და ა.შ.
• სკოლის სახელმძღვანელოების ჰიგიენური ნორმების დაცვა.
• შენობათა ადგილმდებარეობის ჰიგიენური ნორმების დაცვა სკოლებისკენ.
• და სხვა ჰიგიენური ნორმების დაცვა სკოლაში.
2. სპორტული ტრავმების პროფილაქტიკაზე ზრუნვა.
3. სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებულ ბავშვთა და მოზარდთა ეფექტური საექიმო კონტროლის წარმოება.
4. ყოველგვარი I-დი სამედიცინო დახმარების გაწევა.
5. ბავშვთა და მოზარდთა დაავადებების პროფილაქტიკა.
ექთანს მოეთხოვება
1. ზოგადი ექთნის სტატუსით გათვალისწინებული მოვალეობები;
2. დამატებით ფიზიოთერაპევტის ფუნქციები.
6. უეცარი სიკვდილის თავიდან აცილება ( Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, ინფექციურ და ვირუსულ დაავადებათა შემდგომი არითმიის გამოვლება და ა.შ.)
ანუ, სკოლის სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის პროცესში. მას შეუძლია შეაფასოს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარება, შესაბამისად მან უნდა შეძლოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დარღვევების დროული გამოვლენა და რეფერალი. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია სკოლის სამედიცინო პერსონალის წვლილი სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინოპროფილაქტიკურ განათლების საკითხში.
სკოლის სამედიცინო პერსონალის როლი შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

















კარია თუ ამას ნახავთ