ლევან კობერიძე “ლელოს” დატოვების მიზეზად პარტიასთან პოლიტიკური ხედვების განსხვავებას ასახელებს. ამასთან დაკავშირებით ლევან კობერიძემ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

პოლიტიკოსის განმარტებით, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა იყო, “ქართული ოცნება” პოლიტიკური ველიდან “ნაციონალური მოძრაობის” მობრუნების გარეშე გაესტუმრებინათ, რაც, მისივე თქმით, შეუსრულებლად დარჩა.

“ლელოს” პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო. მთელი ჩემი მცდელობა იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ – რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მობრუნების გარეშე, შეუსრულებელი დარჩა.

“ლელოსთან” ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილება, დამეტოვებინა პარტია,” – განაცხადა ლევან კობერიძემ.

Leave a Reply