ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. გიორგი გახარიასთან აუდიენციის შემდეგ მსხვილი ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომდევნო ორ კვირაში არსებული შეზღუდვები, შესაძლოა კიდევ შემსუბუქდეს.

მათი თქმით, პრემიერთან განიხილეს დაწესებული შეზღუდვები და მისგან მომდინარე რისკები. შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, კომენდატის საათის ცვლილებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ძალაში რჩება კომენდატის დრო 21:00 საათიდან, ამან შესაძლოა, დამატებითი რისკები შექმნას მგზავრთა ნაკადის გადაყვანის მხრივ.

აქედან გამომდინარე, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს თხოვნით, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვის დროდ განისაზღვროს 23:00 საათი, ნაცვლად 21:00 საათისა, ანუ ორი საათით გახანგრძლივდეს პერიოდი. პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს ამ საკითხის განხილვას დაპირდა და უთხრათ, რომ მოკლე პერიოდში გადაწყვეტილებას აცნობებს.

Leave a Reply