თბილისის დროით 21:00 საათზე ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას იწყებენ. არსებული ინფორმაციით დებატები 4 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

სენატში სასამართლო მოსმენების ჩატარების წესებზეც შეთანხმდებიან. იმპიჩმენტის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

როგორც გახსოვთ, ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი 13 იანვარს დაუჭირა. ტრამპს კაპიტოლიუმზე შტორმის დროს ამბოხებისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ. მისი დამნაშავედ ცნობისთვის სენატორების ხმების ორი მესამედია საჭირო.

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი 2-ჯერ გამოუცხადეს.

 

Leave a Reply