ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აცანა-მამათის გზაზე. ავტომობილში ერთი ოჯახის ხუთი წევრი: ცოლ-ქმარი 10, 11 და 14 წლის შვილებთან ერთად იჯდა, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

კაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, მისი ცოლი და შვილები მძიმედ დაშავდნენ. ისინი ლანჩხუთის კლინიკა “მედალფაში” მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

Leave a Reply