ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ პირისპირ, საჯაროდ ხალხის თვალწინ საუბრისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება.

„ოცნება“ არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში, ხოლო ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია „იმედზე“ და სხვა სახელისუფლო არხებზე – ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით?! ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია „იმედზე“ და სხვა სახელისუფლო არხებზე. არ ეწყობა დებატები, არ მიმდინარეობს დიალოგი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე, ვერ ხედავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ – გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას! მხოლოდ კამათსა და მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება და დავინახავთ გამოსავალს

“, – განაცხადა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

Leave a Reply