პარლამენტის ვიცე სპიკერს ეკუთვის:

  1. სახელმწიფო ავტომანქანა
  2. დაცვა
  3. 700 ლიტრი ბენზინი
  4. რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა

 

„ვიცე-სპიკერობა არ არის ის, რის გამოც მე პარლამენტში შევედი. როდესაც ოპოზიციით კვოტით გვერგო ეს თანამდებობა და დავინახე, რამდენი პრივილეგია მოყვება ამ პოსტს, მაგალითად: მძღოლი და მანქანა, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება. ამისთვის არ მივსულვარ იქ და ამის გარეშეც შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება. მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

Leave a Reply