15 თებერვლიდან მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი.

საქართველოს 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, მშობლებს გადაწყვეტილების შეცვლა ყოველ ორშაბათს შეუძლიათ.

„ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში, იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“, – განაცხადა დგებუაძემ.

Leave a Reply