ანა მელუა

სტაჟიორი

2020 წელი სირთულეებით სავსე წელი აღმოჩნდა ბევრი ჩვენგანისთვის. სხვადასხვა პრობლემასთან ერთად თავი იჩინა ვირუსმა, რომელმაც საზოგადოების ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ჩვეული, ყოველდღიური ცხოვრება , რადიკალურად შეიცვალა და ყოველი დღე ახალ გამოწვევად იქცა. საზოგადოების ნაწილს ეს პრობლემა მეტად შეეხო, ნაწილს კი ნაკლებად. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ხმის ჩამწერი სტუდია,  M-Studio_სა და მასთან არსებული ვოკალური სტუდიის დამფუძნებელი მანჩო ჯადუღიშვილია. 

როგორი იყო თქვენი ყოველდღიური ცხოვრება პანდემიამდე, აღგვიღწერეთ სტუდიის ერთი ჩვეულებრივი დღე

– პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას მივსებს და მილამაზებს ჩემი შვილი – გვანცა. ყოველი დღის დაწყება სწორედ ამიტომ მახარებს და მაბედნიერებს. რაც შეეხება სტუდიას… ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით გახმოვანებაზე, ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მსახიობებთან მუშაობა ამ პერიოდში.

როგორც მოგეხსენებას ხმის ჩამწერ სტუდია  mancho studia_სთან არსებული ვოკალური სტუდია მაქვს, სადაც მყავს მოსწავლეები. ბავშვები ჩემი სუსტი წერტილია, ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა, ვასწავლი სიმღერას და ამასთან ერთად ვართ ძალიან კარგი მეგობრებიც. ჩვენთან ჩაწერაზე დადიან მოყვარულებიც , რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა მათთან თანამშრომლობაც.

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პანდემიის შემდეგ ?

– პანდემიის შემდეგ მოვწყდი აი ამ ყველაფერს , რაც ზემოთ აღვნიშნე, ეს კი ცოტა არ იყოს გამიძნელდა.

რა პრობლემებთან მოგიწიათ გამკლავება?

-ვერ ვიტყვი , რომ პრობლემებმა იჩინა თავი. ამ პერიოდში დიდ დროს ვატარებდი ოჯახთან, შვილთან ერთად, ამის საშუალება კი წლების განმავლობაში არ მქონია

– რა გავლენა იქონია პანდემიამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

–  არანაირი, პირიქით ბევრი ვიფიქრე და კარგი პროექტებიც მოვიფიქრე, რომელთაც ახლო მომავალში განვახორციელებ.

-რა პროექტი იქნება პირველი?

-გითხარით, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს და სწორედ მათთვის ახალი პროექტების განხორციელებას ვიწყებ, თუ სად იქნება განხორციელებული ეს პროექტი, რა ფორმის იქნება, ამას 15 თებერვალს შეიტყობთ, იქამდე ვერ გეტყვით.

განვლილი ცხოვრებიდან რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

– ალბათ ბავშვობა. უდარდელი და ლამაზი დღეები მამაჩემთან ერთად, რომელიც აღარ მყავს…

– როგორც ჩვენთვის ცნობილია მუშაობთ ახალ სიმღერაზე, გვესაუბრეთ ამის შესახებ

– მას შემდეგ , რაც  რცხილაძის სიმღერა ,, მე რომ მენატრება ” ჩავწერე სოლო სიმღერაზე არ მიფიქრია… ეს არის თამუნა ნადირაძის დამსახურება. იგი მოვიდა ჩემს სტუდიაში სიმღერის ჩასაწერად. აქვნე აღვნიშნავ , რომ თამუნა არის ავტორ-შემსრულებული, მან თავისი ნებასურვილით მომცა ძალიან ლამაზი სიმღერა და მითხრა ძალიან მოგიხდებაო.  სწორედ, ამ სიმღერაზე ვმუშაობ და მალე მოისმენს საზოგადოება მას. ვფიქრობ, ისეთივე მოწონებასა და სიყვარულს დაიმსახურებს, როგორიც დაიმსახურა სიმღერა ,, მე რომ მენატრებამ”.

– რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

-რჩევა შეიძლება ყოველთვის მისცე ადამიანს… მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩემი რჩევა იქნება არ ვიფიქროთ ცუდზე, გავიღიმოთ და ვიფიქროთ , თუ რა შეიძლება ადამიანებმა გავაკეთოთ ერთმანეთის სასიკეთოდ.

მართლაც, მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვითა და ფეხზე მყარად დგომით შევძლებთ ამ პრობლემებისა და სირთულეების წარსულად ქცევას. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.

– დიდი მადლობა

 

Leave a Reply