ანტისაოკუპაციო მოძრაობა მსვლელობას მართავს. აქციის მონაწილეები თბილისში შეიკრიბნენ და ამ წუთებში ავტომობილებით სოფელ ქვემოჭალისკენ მიემართებიან, საიდანაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე გაიტაცეს.

მთავარი მოთხოვნა მისი გათავისუფლებაა. ანტისაოკუპაციო მოძრაობა მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას გააქტიურდეს და საერთაშორისო პარტნიორებთან ჩართულობით, ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკა უფრო ქმედითი გახდეს.

აქციას შეურთდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის აცხადებს, რომ თავს ვალდებულად თვლის აქციაზე იდგეს ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, მსგავსი აქციებითა და საზოგადოების აქტიურობის საშუალებით მოხდა მისი გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან.

მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა კი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას და წითელ ჯვარს სასწრაფოდ დაინტერესდნენ რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რადგან მან მობლო 1 წლის მანძილზე დაკავებამდე მოერე ინფარქტი გადაიტანა:

-ვიყავით გატაცებული რამაზ ბეღელურის ოჯახში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც რამაზის დედამ გვითხრა, მისმა შვილმა 2 თვის წინ გადაიტანა ინსულტი, მეორე 1 წლის განმავლობაში.
მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესაძლებელია იყოს საფრთხის ქვეშ.
მივმართავთ ყველა შესაბამის სტრუქტურას, განსაკუთრებით კი წითელ ჯვარს – სასწრაფოდ გაარკვიეთ რამაზ ბეღელურის მდგომარეობა.
ვიმეორებ, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს.
ქაცარავა ამბობს, რომ “ხელისუფლებას ეშინია ტერმინის “მცოცავი ოკუპაცია”.
https://akhali.ge/2021/02/11/2198/

Leave a Reply