“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ “ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეები შენობიდან გამოსულ უმრავლესობის დეპუტატებს სტვენით და შეძახილებით – “მონა” ხვდებოდნენ.

ადგილზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც იყო. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებულია ორი ადამიანი.

Leave a Reply