ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფერმერებისთვის დიზელის საწვავი მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაიცემა.

🔷 ფერმერებს ფასდაკლებით სარგებლობა უკვე ელექტრონულადაც შეუძლიათ და ბენზინგასამართ სადგურებზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა აღარ მოუწევთ. საწვავზე ფასდაკლების დასტური გაიცემა დისტანციურად, ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge

საშუალებით. ფერმერებს ასევე შეუძლიათ ბარათების სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ.

🔷 პროგრამაში რეგისტრაცია და ფასდაკლების ბარათების გააქტიურება დაწყებულია.
► ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
✅ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ ფარგლებში, 2020 წელს აგროდიზელის პროგრამა წარმატებით განხორციელდა. ფასდაკლებით ისარგებლა 125 ათასმა ფერმერმა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს.
► აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც აქვთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა-სა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვრისა, ან ის პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.
► პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არა უმეტეს 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
► პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან (საქართველოს მასშტაბით მოქმედ 89 ბენზინგასამართ სადგურზე) – 16 თეთრის ფასდაკლებით.
► მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ – 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა არაუმეტეს 2 000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით – დამატებით 1 500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დარჩენილი რაოდენობა.

Leave a Reply